საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად, ცენტრში თქვენ:
- გაივლით სიღრმისეულ ბიზნეს-დიაგნოსტიკას და დაადგენთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებს
- შეარჩევთ შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებას
- მომსახურებით სარგებლობისთვის მიიღებთ 90%-მდე თანადაფინანსებას
დაჯავშნეთ ცენტრში ვიზიტის დრო თქვენი პირადი სივრციდან.
|
მომსახურების აღწერა |
საკონსულტაციო მომსახურება გულისხმობს ბიზნესის სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, არსებული პრობლემების დადგენას, საკონსულტაციო მომსახურების შერჩევას, მის მიწოდებას და ამ მომსახურების 90%-მდე თანადაფინანსებას შემდეგი ექვსი ძირითადი მიმართულებებით:
- გაყიდვები და მარკეტინგი
- საგადასახადო საკითხები
- იურიდიული საკითხები
- ფინანსები და ბუღალტერია
- ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა
- გაციფრულება
|
მონაწილეობის კრიტერიუმები დაინტერესებულ მეწარმეთათვის |
- რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად, ხელშეკრულების გაფორმებადე ერთი კალენდარული წლით ადრე.
- რეგისტრირებულია რეგიონული საკონსულტაციო ცენტრის წევრად.
- ბიზნესის მიღებული შემოსავალი, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე წინა 12 თვის განმავლობაში არის ან აღემატება 30 000 ლარს.
- არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი.
- არ არის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად I ან II კატეგორიის საწარმოს მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი.
- არ აქვს სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).
- არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
- საქმიანობა არ შედის შეზღუდული საქმიანობების ჩამონათვალში ( იხ. ბრძანების დანართი)
|
მომსახურებით სარგებლობის ეტაპები |
- მომსახურებით სარგებლობის მსურველი მეწარმე საკუთარი პირადი სივრციდან ან ადგილზე ვიზიტით მიმართავს თავისივე რეგიონის საკონსულტაციო ცენტრს.
- მეწარმე რეგისტრირდება ცენტრის ონლაინ ქსელში და ქმნის პირად სივრცეს.
- მეწარმე ცენტრში ან თავის ონლაინ პირად სივრცეში წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, რაც ამტკიცებს მის შესაბამისობას მოცემულ კრიტერიუმებთან.
- მეწარმე ცენტრის თანამშრომელთან ერთად გადის ბიზნეს დიაგნოსტიკას.
- დიაგნოსტიკის შედეგები განიხილება 30 კალენდარული დღის ვადაში და დგინდება მეწარმე სუბიექტის საჭიროებების შესაბამისი მომსახურებ(ებ)ის ჩამონათვალი.
- თუ ჩამონათვალი მოიცავს რეკომენდაციას საკონსულტაციო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებთ, მეწარმე სუბიექტი, სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურებებიდან ირჩევს მისთვის სასურველ მომსახურებას.
- არჩეულ საკონსულტაციო კომპანიას, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და მეწარმეს შორის ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება, სადაც ზუსტდება თანამშრომლობის სხვა დეტალები.
|
თანადაფინანსების მოცულობა და სხვა პირობები |
საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების თანადაფინანსება ხორციელდება მეწარმე სუბიექტის კატეგორიის მიხედვით:
- თუ საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებამდე ბიზნესის შემოსავალი წინა 12 კალენდარული თვის განმავლობაში 2 მლნ ლარიდან - 10 მლნ ლარამდეა, დაფინანსება განხორციელდება მომსახურების სრული ღირებულების 50%-ის ოდენობით.
2. თუ საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებამდე ბიზნესის შემოსავალი წინა 12 კალენდარული თვის განმავლობაში არის:
- 30 000 - 500 000 ლარამდე - არაუმეტეს სრული ღირებულების 90 % - ის ოდენობით
- 500 000 - 2 000 000 ლარამდე - არაუმეტეს სრული ღირებულების 70% - ის ოდენობით
შენიშვნა:
სააგენტოს მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა გაიზრდოს 5%-ით, თუმცა არაუმეტეს 95%-სა, მეწარმე სუბიექტებისთვის:
ა) რომელთა - 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე არის ქალი
ბ) რომელთა 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე ან მისი ხელმძღვანელი არის იძულებით გადაადგილებული პირი
გ) რომელთა 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე ან მისი ხელმძღვანელი არის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
მაქსიმალური ლიმიტის მოცულობა მეწარმე სუბიექტზე, გარდა გაციფრულების მიმართულებისა, არის 10 000 ლარი. გაციფრულების მიმართულებით ლიმიტი 25,000 ლარია.
ამ თანხის ფარგლებში მეწარმე უფლებამოსილია მომსახურებით ისარგებლოს რამდენჯერმე, სხვადასხვა მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ ფაილები:
ბრძანება:
დადგენილება: